
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაარსებული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აბრეშუმის მუზეუმია. მისი დაფუძნება 1887 წელს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურს შექმნას უკავშირდება, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი იყო მთელი კავკასიის მასშტაბით.
კომპლექსის დამფუძნებელმა ნიკოლაი შავროვმა, სადგურის კონცეფცია ევროპული მოდელის მიხედვით შეიმუშავა, ხოლო სადგურის მიზანს აბრეშუმის ჭიის კვერცხის სიჯანსაღის კონტროლი პასტერის მეთოდით, სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების საშუალებით მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის პოპულარიზაცია და ამ დარგების განვითარება წარმოადგენდა.
თავდაპირველად, მეაბრეშუმეობის სადგური მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობდა და სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნაგებობეს მოიცავდა, რომელთაგანაც დღეს მხოლოდ არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით, 1890-1892 წლებში აშენებული სადგურის მთავარი შენობა შემორჩა. მასში განთავსებულმა აბრეშუმის მუზეუმმა და ბიბლიოთეკამ ჩვენს დრომდე უცვლელად მოაღწია.
კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურს ფუნქცია და სტატუსი არაერთხელ შეეცვალა, თუმცა საბოლოოდ, 2006 წელს მას სახელმიწფო მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.
მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექციები. აქ შეხვდებით აბრეშუმის ჭიის ბიოლოგიის ამსახველ ექსპონატებს, აბრეშუმის პარკისა და შულოების მრავალფეროვან კოლექციას, პეპლებს, თუთის ხესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ექსპონატს, ბუნებრივ ბოჭკოებს, საღებავებსა და მათში შეღებილ ძაფებს, სხვადასხვა პერიოდის დაბეჭდილ ფოტოებსა და ნეგატივებს, მაკეტებს, ლაბორატორიულ დანადგარებს, მაქმანებს, ქსოვილებს, ნაქარგობასა და მრავალ სხვას. კოლექციების მრავალფეროვნებით, მას გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმეუმთა შორის.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

მუშთაიდის ბაღი
30მ

30მ
დინამო არენა

100მ
მუსიკისა და დრამის თეატრი

950მ
ხელოვნების სასახლე

950მ
ვ. აბაშიძის თეატრი

1კმ
ჯ. კახიძის ცენტრი

1.1კმ
თოჯინების თეატრი

