top of page

თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

დავით აღმაშენებლის 123ა | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს, მისი დაარსებიდან დღემდე, არამარტო ქალაქის, არამედ სრულიად საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.
ცენტრის შექმნის იდეა, გამოჩენილ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს ჯანსუღ კახიძეს უკავშირდება, რომლის ოცნებაც - შექმნილიყო სივრცე, რომელიც სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს განხორციელდა, როდესაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკონცერტო დარბაზი არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილისა და მურთაზ ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით, 1989 წელს აშენდა.
ცენტრის შენობა, ცნობილი მისი გამორჩეული აკუსტიკითა და მომხიბვლელი გარემოთი, თავის სცენაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შემსრულებლებს იზიდავს და ამასთან, მისი მრავალფეროვანი სამუსიკო წარმოდგენების გამო ის მელომანების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა.
ათწლეულების მანძილზე ცენტრი, კლასიკური მუსიკის, ჯაზის თუ თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების კონცერტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალებს მასპინძლობს, რაც მუსიკის ყველა ჟანრის მოყვარულთათვის იდეალურ და მიმზიდველ სივრცედ აქცევს მას.
ცენტრის შემოქმედებით კოლექტივს - 1993 წელს, ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებული თბილისის სიმფონიური ორკესტრთან ერთად, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელაც განეკუთვნება, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული ცენტრის საკონცერტო ცხოვრებაში და მსმენელს ფართო რეპერტუარს სთავაზობს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, მუსიკის ყველა მოყვარულს დასამახსოვრებელ გამოცდილებას ჰპირდება.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

ვ. აბაშიძის თეატრი

40მ

image_edited_edited.jpg

60მ

თოჯინების თეატრი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

150მ

ხელოვნების სასახლე

HmZbx5Pedxc_edited.jpg

170მ

კინოთეატრი აპოლო

_MG_2116_edited.jpg

800მ

მარჯანიშვილის თეატრი

image_edited_edited.jpg

900მ

მუსიკისა და დრამის თეატრი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

900მ

ა.ნეველის სახ. ეკლესია

HmZbx5Pedxc_edited.jpg

1კმ

აბრეშუმის მუზეუმი

bottom of page