
შოთა რუსთაველის თეატრი

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, არამარტო თბილისის არამედ სრულიად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი თეატრიის დაარსება ისეთი გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახელს უკავშირდება როგორიც ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი და ივანე მაჩაბელია. მათ როგორც ,,დრამატული კომიტეტის“ წევრებმა 1879 წელს თეატრის დაფუძნების წესდება მიიღეს, შეარჩიეს შენობა და მათივე ძალისხმევით ამავე წლის 5 სექტემბერს პირველი სეზონი ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ გაიხსნა, რომლის რეჟისორიც გიორგი თუმანიშვილი გახლდათ.
თავდაპირველად, თეატრი სასახლის მოედანზე არსებულ შენობაში მდებარეობდა, თუმცა 1901 წლის 7 თებერვლიდან ის იმდროინდელ გოლოვინის, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, მდებარე - „არტისტული საზოგადოების სახლის“ შენობაში განთავსდა, ხოლო შოთა რუსთაველის სახელი 1921 წელს მიენიჭა.
რუსთაველის თეატრის შენობის პროექტის ავტორები საგუბერნიო ინჟინერი კორნელი ტატიშჩევი და თბილისის საქალაქო არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი არიან, ხოლო მშენებლობა ,,ისაია პიტოევისა და ამხანაგობის” სავაჭრო სახლმა ითავა. თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, იგი საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. 1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ფასადი, რუსთაველის პროსპექტზე, რომლის აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.
რუსთაველის თეატრს მისი მრავალფეროვანი რეპერტუარით საქართველოს სასცენო ხელოვნების გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, რომელიც საუკუნეზე მეტია, არა მხოლოდ თეტრის არამედ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერაა.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

ოპერის თეატრი
150მ

230მ
ეროვნული გალერეა

280მ
ქაშვეთის ეკლესია

250მ
თან. ხელოვნების მუზეუმი

200მ
კონსერვატორია

200მ
საქართველოს პარლამენტი

350მ
სახ. ხელოვნების მუზეუმი

