top of page

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

შოთა რუსთაველის გამზირი 11 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა - რუსთაველის გამზირზე მდებარე სამხატვრო გალერეა, რომელიც მისი ფასადის შეფერილობის გამო, თბილისელებისთვის ..ცისფერ გალერეად“ იყო ცნობილი.
გალერიის შენობა რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში, რუსეთის გამარჯვების აღსანიშნად არქიტექტორ ალექსანდრ ზალცმანის მიერ აშენდა და ის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის დანიშნილებას ატარებდა.
საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერიის დაარსების ინიციატივა კი მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩენილ ქართველ ფერმწერ, საზოგადო მოღვაწეს, თეატრისა და კინოს მხატვარს დიმიტრი შევარდნაძის უკავშირდება, რომელმაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის ასევე დიდი მუშაობა გასწია. დიმიტრი შევარდნაძე გახდა სამხატვრო გალერიის ფუძემდებელი და პირველი ხელმძღვანელი, რომლის თაოსნობით პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში გაიმართა. 2007 წელს ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა, ხოლო შენობას 2009 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გამზირისკენ მიმართული ფასადი უხვად დეკორირებულია და ბაროკოსთვის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს შეიცავს. მის ცენტრს კუბური მოცულობის შესასვლელი გამოჰყოფს. კორინთული სვეტებითა და პილასტრებით ფლანკირებული შესასვლელი ნახევარსფერული ექსედრითაა გადახურული. ამავე ორდერის პილასტრები ანაწევრებს ნაგებობის განაპირა მხარეებსაც, გამოფენილი ხელოვნების ნიმუშების გასანათებლად შექმნილი შუში ჭერი შთამაგონებელ გარემოს ჰქმნის ვიზიტორთათვის.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

ქაშვეთის ეკლესია

50მ

image_edited_edited.jpg

150მ

სახ. ხელოვნების მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

საქართველოს პარლამენტი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

230მ

რუსთაველის თეატრი

_MG_2116_edited.jpg

280მ

საქართველოს მუზეუმი

image_edited_edited.jpg

280მ

ოკუპაციის მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

300მ

ალექსანდრეს ბაღი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

350მ

ოპერის თეატრი

bottom of page