top of page

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი

იოანე შავთელის ქუჩა 13 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

რეზო გაბრძიაძის მარიონეტების თეატრი - გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლისა და მოქანდაკის რეზო გაბრიაძის მიერ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული მარიონეტების თეატრი, თბილისის არამარტო კულტურულად საინტერესო და მიმზიდველ არამედ, მისი უნიკალური არქიტექტურის წყალობით, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ - საკულტო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
თეატრის შემოქმედებითი სიცოცხლე 1981 წელს, ალექსანდრე დიუმას „ქალი კამელიებით“ გაბრიაძისეული, სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტითა და მისივე რეჟისორობითვე დადგმული „ალფრედი და ვიოლეტა“ სპექტაკლით დაიწყო, რომლის მთავარი გმირი, ჯუზეპე ვერდის ოპერით შთაგონებული მგრძნობიარე და სიყვარულისთვის თავგანწირული ვიოლეტა - 20 წლის ახალგაზრდა გოგონაა. ამ და სხვა წარმოდგენების ნახვა დღესაც შესაძლებელია.
გაბრიაძის თეატრის რეპერტუარისა და კულტურული მნიშვნელობის მიღმა კი აღსანიშნავია მისი განსაცვიფერებელი არქიტექტურული მხარეც.
თბილისის ძველი ქალაქის შუაგულში მდებარე თეტრის შენობა, მრავალფეროვანი არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა, რასაც თან ახლავს საათის კოშკი, რომელიც 2010 წელს უშუალოდ რეზო გაბრიაძის პროექტითა და მისი მონაწილეობით აშენდა. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.
გაბრიაძის მარიონეტების უნიკალური თეატრი საშემსრულებლო ხელოვნებაში შემოქმედების, მდიდარი ტრადიციის, ინოვაციისა და ამასთან, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

შავთელის ქუჩა

0

image_edited_edited.jpg

20მ

ანჩისხატი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

ერეკლე მეორეს ქუჩა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

220მ

ძვ. ქალაქის გალავანი

_MG_2116_edited.jpg

370მ

მშვიდობის ხიდი

image_edited_edited.jpg

430მ

რიყის პარკი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

450მ

ორბელიანის მოედანი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

500მ

სიონი

bottom of page