top of page

გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი

შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

თბილისის რუსული დრამატული თეატრი, როგორც საქართველოში წამყვანი რუსულენოვანი თეატრალური სცენა, ქალაქის მთავარ - შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარეობს.
ქალაქში რუსულენოვანი თეატრის არსებობას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში არაერთი სამოყვარულო სპექტაკლი იდგმებოდა, ხოლო რუსული თეატრის პირველი სეზონი ოფიციალურად 1845 წელს გაიხსნა.
რუსული დრამატული თეატრი როგორც - ,,თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი“, 1932 წელს გაიხსნა, ხოლო 1935 წელს, ცნობილი რუსი მწერლის, პროზაიკოსის, პოეტის, დრამატურგის, კომპოზიტორის, ლინგვისტისა და დიპლომატის - ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი მიენიჭა.
პირველ სპექტაკლად, 1932 წლის 3 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული მაქსიმ გორკის - ,,ფსკერზე“, რის შემდეგაც, თეატრი ათწლეულების მანძილზე ქალაქის მკვიდრთათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა.
დღეისათვის, თეატრის მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარი, როგორც რუსულ და სხვა საზღვარგარეთულ, თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებთან ერთად, ქართველ ავტორთა ნაწარმოებებსაც მოიცავს.
სპექტაკლებთან ერთად, თეატრი, სხვადასხვა ხელოვანებთან ხშირად თანამშრომლობს და არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებასა და საღამოს მასპინძლობს.
გრიბოედოვის თეატრი, ქალაქის მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მაგალითია, რომელიც თეატრის მოყვარულთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

თავისუფლების მოედანი

150მ

image_edited_edited.jpg

200მ

საქართველოს მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

ოკუპაციის მუზეუმი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

220მ

ახალგაზრდობის სასახლე

_MG_2116_edited.jpg

270მ

ეროვნული ბიბლიოთეკა

image_edited_edited.jpg

270მ

წიგნის მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

300მ

ხელოვნების მუზეუმი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

300მ

საქართველოს პარლამენტი

bottom of page