top of page

თბილისის ისტორიის მუზეუმი

სიონის ქუჩა 8 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი თავდაპირველად, როგორც ,,ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი“, 1910 წელს დაარსდა. 1924 წელს მას „ტფილის აღმასკომის მუზეუმი“, ხოლო 1943 წელს თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა და მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში - თბილისის ყოფილ ქარვასლაში დაიდო ბინა. გამოჩენილი ქართველი მწერლის, ისტორიკოსისა და ლიტერატურადმცოდნე იოსებ გრიშაშვილის სახელი კი მუზეუმს 1965 წელს მიენიჭა.
დღეისათვის, მუზეუმში თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები, მათ შორის, მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქათა თიხის ნაწარმი, ფაიფური თუ მრავალი სხვა სახის 50000ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომელიც ვიზიტორებს ყოვლისმომცველ წარმოდგენას უქმნის თბილისის ისტორიაზე - უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე.
ქალაქის ისტორიული წარსულის ამსახავ ექსპონატებთან ერთად, თბილისის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნებასაც წარმოგვიდგენს. კერძოდ, 1986 წლიდან დღემდე შესაბამის საგამოფენო დარბაზებში, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები ეწყობა. ამასთან, მუზეუმი ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილ — ლადო გუდიაშვილის, მოსე თოიძის, ელენე ახვლედიანის, ალექსანდრე ციმაკურიძისა და სხვა გამოჩენილ მხატვართა ნამუშევრებსაც ინახავს.
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი თბილისის მრავლსაუკუნოვან ისტორიულ კულტურულ და სოციალურ ევოლუციას წარმოაჩენს. მუზეუმი შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც ცდილობს გაიღრმავოს საკუთარი ცოდნა თბილისის უნიკალური მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის შესახებ.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

შარდენის ქუჩა

20მ

image_edited_edited.jpg

40მ

სიონი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

80მ

ერეკლე მეორეს ქუჩა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

130მ

დიდი სინაგოგა

_MG_2116_edited.jpg

260მ

წმ. გიორგის ეკლესია

image_edited_edited.jpg

280მ

მშვიდობის ხიდი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

350მ

შავთელის ქუჩა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

450მ

რიყის პარკი

bottom of page