top of page

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ალექსანდრე გრიბოედოვის 8-10 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ქალაქის მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. 1917 წელს დაფუძნებული კონსერვატორია, საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია და ამასთან, ის მრავალი წლის მანძილზე ამერიკავსიიაში ერთადერთი ევროპული ყაიდის სამუსიკო სასწავლებელად რჩებოდა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
თბილისში კონსერვატორიის დაარსებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან წინ ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება უძღოდა, ხოლო როგორც აკადემიური სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბება პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიებთან მჭიდრო შემოქმედებითი კავშირის შედეგად მოხდა. მისი პროფესორ-მასწავლებლების პირველი თაობა სწორედ ამ კონსერვატორიების მუსიკოსები იყვნენ.
დაარსების დღიდან კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ათწლეულების განმავლობაში მას ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები ხელმძღვანელობდნენ როგორიცაა ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი და სხვანი.
თავად ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობა, რომელიც, თავის მხრივ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 1901-1904 წლებში არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით აშენდა. ათწლეულების მანძილზე ნაგებობამ არაერთი რეკონსტრუქცია განიცადა. 1937-42 წლებში აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი.
საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად, კონსერვატორია რეგულარულად მისი სტუდენტების, კურსდამთავრებულების, გამოჩენილი ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით არაერთ საკონცერტო საღამოს მასპინძლობს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

ციფრული სივრცე

200მ

image_edited_edited.jpg

250მ

რუსთაველის თეატრი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

260მ

ოპერისა და ბალეტის თეტრი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

360მ

თან. ხელოვნების მუზეუმი

_MG_2116_edited.jpg

450მ

ეროვნული გალერეა

image_edited_edited.jpg

500მ

ქაშვეთის ეკლესია

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

500მ

საქართველოს პარლამენტი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

600მ

ახალგაზრდობის სასახლე

bottom of page