top of page

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

კუს ტბის ქუჩა 1 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

გიორგი ჩიტაის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - როგორც კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზუემი 1966 წელს დაარსდა. მისი დაფუძნების იდეის ავტორი და განმახორცილებელი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია იყო, ხოლო მუზეუმის გენერალური გეგმა კი ლონგინოზ სუმბაძეს ეკუთვნის.
მუზეუმი 50 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, ხოლო მასში თავმოყრილი არტეფაქტები საქართველოს მრავალფეროვანი რეგიონების წეს-ჩვეულებებზე, მათთვის დამახასითებელ უნიკალურ ტრადიციებზე, არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი ავთენტური შენობა-ნაგებობები, სვანური კოშკიდან დაწყებული - კახური სახლებით დამთავრებული, რომელთაგან თითოეული მათგანი კუთხეებისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული ხელსაწყოებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ქსოვილებით არის აღჭურვილი.
საცხოვრებლებთან ერთად, ვიზიტორებს ასვე შეუძლიათ დაათვალიერონ საგულდაგულოდ რეკონსტრუირებული ღვინის მარნები, წისქვილები და სამლოცველოებიც კი.
მუზეუმის ტერიტორიაზე ყოველწლიურად არაერთი ტრადიციული სეზონური ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელიც აცოცხლებს მუზეუმს, ხოლო ვიზიტორებს საშუალებას აძლევს საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელ მრავლფეროვან ხალხურ ფოლკლორსა თუ კულტურას უშუალოდ გაეცნონ.
მუზეუმში სტუმრობა საშუალებას მოგცემთ უკეთ ჩაწვდეთ და შეისწავლოთ საქართველოს რეგიონების ტრადიცია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრების წესი ქალაქიდან გაუსვლელად, ამავდროულად, თბილისის ულამაზესი ხედები და მშვიდი ბუნებრივი გარემო რომელიც აქ დაგხვდებათ, თქვენა დასვენებისა და განტვრითვას უზრუნველყოფს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

კუს ტბა

1.2კმ

image_edited_edited.jpg

1.7კმ

მ. მესხის სტადიონი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

2.2კმ

ვაკის პარკი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

3.7კმ

მზიური

_MG_2116_edited.jpg

4.4კმ

სახელმწიფო უნივერსიტეტი

image_edited_edited.jpg

5კმ

გმირთა მოედანი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

5.2კმ

საკონცერტო დარბაზი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

5.3კმ

ვერის ბაღი

bottom of page