
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საქართველოში ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს წარმოადგენს.
მუზეუმის შენობა იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით 1835 წელს აშენდა და თავდაპირველად, აქ სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერო სემინარია 1905 წლამდე არსებობდა. მოგვიანებით, სასულიერო სემინარიის შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასი“ განთავსდა. 1950 წელს შენობაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ აქ ბინა საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა დაიდო.
დღეისათვის მუზეუმში ხელოვნების ნიმუშების ფართო კოლექცია ინახება, მათ შორის ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვათა ფერწერული ტილოები, ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები, აგრეთვე შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერისა და ხეზე კვეთის ნიმუშები.
ამასთან, მუზეუმი არა მხოლოდ ხელოვნების საცავია, არამედ ის ხშირად სხვადასხვა გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს, რაც ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულთათვის მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნის.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

თავისუფლების მოედანი
150მ

200მ
ეროვნული ბიბლიოთეკა

200მ
წიგნის მუზეუმი

250მ
საქართველოს მუზეუმი

250მ
ოკუპაციის მუზეუმი

250მ
ორბელიანის მოედანი

300მ
ხელოვნების მუზეუმი

