
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, ადგილობრივებისათვის ცნობილი როგორც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ან უბრალოდ ფილარმონია, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს.
ფილარმონიის მშენებლობა არქიტექტორ ივანე ჩხენკელის ხელმძღვანელობით 1961 წელს დაიწყო და 1971 დასრულდა, შენობის ვესტიბიული, ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილების მიერაა გაფორმებული.
მისი გახსნის დღიდან ფილარმონია საქართველოს საშემსრულებლო ხელოვნების მთავარ სცენად იქცა. დღეისათვის ფილარმონია 2300 მაყურებელს იტევს და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახურული დარბაზია ღონისძიებებისთვის. მისი განსაკუთრებული აკუსტიკითა და თანამედროვე დიზაინით ცნობილი დარბაზი ინტიმურ გარემოს ქმნის როგორც არტისტებისთვის, ასევე მაყურებლისთვის, რაც დაუვიწყარ გამოცდილების წინაპირობას ჰქმნის.
სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, მთელი წლის მანძილზე კლასიკური მუსიკის, ჯაზის, თანამედროვე პოპ მუსიკისა თუ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებთან ერთად, არაერთ გასართობ ღონისძიებასა და ფესტივალს მასპინძლობს.
აღსანიშნავია ასევე უშუალოდ შენობის წინ საქართველოს კულტურის გამოჩენილ მოღვაწეთა საპატივსაცემოდ გახსნილი ვარსკვლავები.
ფილარმონია, მისი გამორჩეული არქიტექტურითა და მრავალფეროვანი ღონისძიებათა კალენდარით, როგორც ვიზიტორთა ასევე ქალაქის მკვიდრთათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

ვერის ბაღი
80მ

400მ
ლურჯი მონასტერი

650მ
სახელმწიფო უნივერსიტეტი

650მ
ბ. გაბაშვილის პარკი

650მ
რუსთაველის ძეგლი

650მ
პირველი რესპ. მოედანი

700მ
გმირთა მოედანი

