top of page

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

შოთა რუსთაველის გამზირი 3 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი, 2006 წელს დაფუძნებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი - საბჭოთა მმართველობის ეპოქის კომპლექსურ ისტორიაზე მოგვითხრობს. მუზეუმში თავმოყრილი ექსპონატები ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს სამოცდაათწლიან ოკუპაცია-ანექსიას, ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობას, რეპრესიებსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიას ასახავს.
დღეისათვის მუზეუმში დაცულია აღნიშნული პერიოდის ამსახველი იშვიათი და მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა, 1920-იან-1940-იანი წლების "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიები, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის ამსახველი დოკუმენტები, პროპაგანდისტული მასალები, რეჟიმის მოწინააღმდეგე დისიტენთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა.
ამჟამად ექსპოზიცია 3000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. საგამოფენო სივრცე აღჭურვილია 8 მონიტორით, რომლებიც პერიოდების მიხედვით გადმოსცემს ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ კადრებს. ამასთან, მულტიმედიური ჩვენებები, მათ შორის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ინტერაქტიული ექსპონატები და სხვადასხვა სახის ინსტალაციები.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მუზეუმში შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცალკეულ მნიშვნელოვან მოვლენებს და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.
მუზეუმში ვიზიტი დაგეხმარებათ გაიღრმავოთ ცოდნა საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

საქართველოს მუზეუმი

0

image_edited_edited.jpg

140მ

ხელოვნების მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

150მ

ახალგაზრდობის სასახლე

HmZbx5Pedxc_edited.jpg

180მ

საქართველოს პარლამენტი

_MG_2116_edited.jpg

200მ

გრიბოედოვის თეატრი

image_edited_edited.jpg

200მ

ეროვნული ბიბლიოთეკა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

წიგნის მუზეუმი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

250მ

სახ. ხელოვნების მუზეუმი

bottom of page