top of page

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

შოთა რუსთაველის 3 | თბილისი

www.png
LOGO 2.png
LOGO 1.png
4-mt.jpg

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - საქართველოს ეროვნული მუზეუმების უდიდესი გაერთიანებაში შემავალ, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრს წარმოადგენს.
საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმს, რომელიც 1919 წელს თბილისში კავკასიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით დაარსდა, გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აკადამიკოსს სიმონ ჯანაშიას სახელი 1947 წელს ეწოდა.
რუსთაველის გამზირზე მდებარე მუზეუმის შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისში - 1913 —1929 წლებში აიგო და დღემდე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ არქიტექტორულ ნაგებობად რჩება.
მუზეუმი არტეფაქტების შთამბეჭდავ კოლექციას შეიცავს. მასში თავმოყრილია არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი, პირველხარისხოვანი მასალა. ექსპონატებში შედის ასევე პრეისტორიული არქეოლოგიური აღმოჩენები, განსაცვიფრებელი ოქროსა და ვერცხლის საგანძური ძველი კოლხეთიდან, ბერძნული და რომაული პერიოდის სამკაულები, ბიზანტიური ეპოქის ხელნაწერები და უნიკალური არტეფაქტები.
მუზეუმი მასში დაცული ქრისტიანული სიწმინდეებით და შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის, ხატებისა და ქსოვილების შესანიშნავი ნიმუშებით საქართველოს მხატვრულ მიღწევებსა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასაც ასახავს.
ინტერაქტიული ჩვენებებითა და რეგულარული სპეციალური გამოფენებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი დაუვიწყარ და შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოცდილებას გთავაზობთ.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

ოკუპაციის მუზეუმი

0

image_edited_edited.jpg

140მ

ხელოვნების მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

150მ

ახალგაზრდობის სასახლე

HmZbx5Pedxc_edited.jpg

180მ

საქართველოს პარლამენტი

_MG_2116_edited.jpg

200მ

გრიბოედოვის თეატრი

image_edited_edited.jpg

200მ

ეროვნული ბიბლიოთეკა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

წიგნის მუზეუმი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

250მ

ხელოვნების მუზეუმი

bottom of page