
დავით აღმაშენებლის გამზირი
დავით აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ისტორიული გამზირი, რომელიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ულამაზესი არქიტექტურითა და ცოცხალი ატმოსფეროთი გამოირჩევა.
თავდაპირველად, მას რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ - I-ის ძის, კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილის საპატივსაცემოდ - მიხეილის გამზირი ეწოდებოდა. 1918 წელს რუსი მარქსისტის გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუჩას - პლეხანოვის გამზირი დაერქვა, ხოლო 1990 წელს საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის სახელი ეწოდა.
დავით აღმაშენებლის გამზირზე თბილისის არაერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და სხვა. აღმაშენებლის ქუჩის მდებარეობა ასევე იოლ წვდომას უზრუნველყოფს ქალაქის ისეთ ღისშესანიშნაობებთან როგორიცაა და საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი, თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია, თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია და სხვა.
დავით აღმაშენებლის ბოლოს, ზაარბრიუკენის მოედანთან გამზირი საცალფეხო ზონად გარდაიქმნება, რომელიც სტუმრებს კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვან არჩევანის სთავაზობს. აქ მოგზაურებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სამზარეულო, მათ შორის ტრადიციული ქართული, თურქული, ლიბანური, იტალიური, იემენური, ინდური თუ არაბული დააგემოვნონ.
აღმაშენებლის გამზირი მისი მდიდარი ისტორიით, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის თბილისისათვის დამახასიათებელი არქტიექტურით, კულტურული დაწესებულებებით, მრავალფეროვანი რესტორნებითა და კაფეებით, ენერგიული და დინამიური ატმოსფეროთი, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია თბილისში.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

0მ
კახიძის ცენტრი

0მ
აბაშიძის თეატრი

0მ
თოჯინების თეატრი

0მ
აპოლო

20მ
ილიას ბაღი

ხელოვნების სასახლე

220მ
მარჯანიშვილის თეატრი




