
ახოსპირელის ქუჩა | გუდიაშვილის სკვერი
ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, დღევანდელ მთაწმინდის რაიონში მდებარე, ლადო გუდიაშვილის მოედნისა და ლადო ასათიანის ქუჩების დამაკავშირებელი საცალფეხო ქუჩაა. იგი ჯერ კიდევ, ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზეა აღნიშნული, ხოლო 1867 წლის ქალაქის გეგმაზე მოღნინის ქუჩად იწოდება აქ მდებარე მოღნინის ღვთისმშობლის სომხური-გრიგორიანული ეკლესიის გამო. 1923 წელს ქუჩას XIX – XX საუკუნეების პოეტის, „ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის“ სტამბის ასოთამწყობისა და სუფლიორის ბეგლარ ახოსპირელის (აღაიანი) სახელი ეწოდა.
ახოსპირელის მომხიბლავი ქუჩა, არქიტექტურის ეკლექტიკური ნაზავით არის ცნობილი. ქუჩაზე სეირნობისას თქვენ ძველი თბილისის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებთ, სადაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის დამახასიათებელ, პირვანდელი იერსახით შემორჩენილ შენობა-ნაგებობს შეხვდებით.
ავთენტური სახით არის ასევე შემორჩენილი თბილისელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი - მეოცე საუკუნის ქართველი ფერმწერის ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედანი. იგი გარშემორტყმულია მომხიბვლელი არქიტექტურით კერძოდ, მის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ახოსპირელის ქუჩაზე სეირნობა დროში მოგზაურობას ჰგავს, რომლის წყალობით თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის თბილისისათვის დამახასიათებელი აურა, ხოლო აქ არსებული მყუდრო კაფეები და რესტორნები კი საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ადგილობრივი სამზარეულოთი ან უბრალოდ დაისვენოთ ქალაქის შუაგულში მდებარე მშვიდ და წყნარ გარემოში.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

0მ
გუდიაშვილის სკვერი

60მ
ბეთლემის კიბე

140მ
ზედა ბეთლემი

200მ
გომის ქუჩა

210მ
ილუზიების მუზეუმი

ჯვრის მამა

220მ




