top of page

ლურჯი მონასტერი

ლურჯი მონასტერი - ქალაქ თბილისის, მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, ვერის პარკთან მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების, ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.
ისტორიული ცნობების მიხედვით დღევანდელი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი, ჯერ კიდევ, VII საუკუნეში დაარსდა, თუმცა მონასტერი, XVI საუკუნეში სპარსელების შემოსევას შეეწირა, რის შემდეგაც ის აღარ აღდგენილა.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის დღევანდელი შენობა კი, გადმოცემის თანახმად, XII საუკუნის ბოლოს, ქართლის ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა და თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, ქართლის ერისთავის აბულასანის ძმამ - ბასილიმ ააგო.
საუკუნეების მანძილზე ტაძარი რესტავრაციას არაერთგზის დაექვემდებარა. იყო პერიოდები როდესაც მას დანიშნულებიც კი ეცვლებოდა. კერძოდ, XIX საუკუნის I ნახევარში რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესიის შენობა დენთისა და იარაღის საწყობად აქცია. ვერის სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ ჭრელაშვილმა ინჟინერ ბიხოლდის დახმარებით ეკლესიის აღდგენის გეგმა შეიმუშავა და კავკასიის არმიის მთავარ შტაბს ეკლესიის შენობის დაცლის თხოვნით მიმართა, რაზეც არმიისათვის შესაბამისი სასაწყობო შენობის არქონის გამო უარი მიიღო. 1867 წლის თბილისის გეგმაზე ეკლესია, როგორც საარტილერიო მასალების საწყობად აღინიშნებოდა.
ტაძრის გათავისფულება მხოლოდ 1871 წელს მოხერხდა. მომდევნო წელს, ეკლესიის აღდგენის გეგმა დამტკიცდა, ხოლო 1873 წლის 25 ნოემბერს, არქიტექტორ ალექსანდრე ჩიჟოვის პროექტით აღდგენილი ეკლესია საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხა.
ტაძრის სახელწოდება - ,,ლურჯი მონასტერი“ უშუალოდ ტაძრის გადახურვას უკავშირდება, ვინაიდან ის, ჯერ კიდევ, მეთვრამეტე საუკუნეში ცისფერი ჭიქურით დაფარული კრამიტით იყო დახურული. დღესათვის, ეკლესია მოჭიქული კრამიტის ნაცვლად ლურჯად შეღებილი თუნუქის სახურავითაა გადახურული.
ლურჯი მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრებისა და ქალაქის ერთერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც თბილისის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

5m

St. John Church

image_edited_edited.jpg

250m

Vere Park

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

300m

Concert Hall

HmZbx5Pedxc_edited.jpg

450m

First Republic Square

_MG_2116_edited.jpg

650m

Rustaveli Avenue

image_edited_edited.jpg

Mtatsminda Cable Car

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

1km

Marjanishvili Theater

HmZbx5Pedxc_edited.jpg

1km

Heroes Square

750m

bottom of page