top of page

ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად კი - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის იგივე ლეღვთახევის ხეობაში მდებარეობს. ბაღი თბილისელთათვის ერთერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც, ქალაქიდან გაუსვლელად, ბუნების წიაღში განტვირთვის მოყვარულთათვის იდეალური ადგილიას.
თბილისის ბოტანიკურ ბაღს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ისტორიული ცნობების თანახმად, ბაღი დაარსების შესაძლო თარიღად 1625 მიიჩნევა. ის ასევე მოხსენიებულია ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ჩანაწერებშიც, რომელშიც მოგზაური მას ,,სამეფო ბაღს“ უწოდებს. მისივი ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ ბაღი საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა, რომელსაც განსაკუთრებული მზურნველობით ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლე - დედოფალი მარიამი უვლიდა.
რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, ხოლო კავკასიის მეფისნაცვალის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით მას 1845 წელს ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
დღეისათვის, ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია, საიდანაც დაახლოებით 40 ჰექტარი ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, ხოლო 58 ჰექტარზე – ბუნებრივი მცენარეულობაა გაშენებული. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია. აქ, საქართველოსა და კავკასიაში გავრცელებული უნიკალური მცენარეთა 800-მდე სახეობა, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეებია თავმოყრილი. ბოტანიკური ბაღის მცენარეების კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს მოიცავს. ამასთან, ბაღის ტერიტორიაზე აქტიური სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს. ბოტანიკურ ბაღში ყოველდღიურად, ექვსი სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.
ბოტანიკური ბაღის ერთერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა ჩანჩქერი, მდინარე წავკისისწყალი და მასზე გადებული რამდენიმე ხიდი, მათ შორის უშალოდ ჩანჩქერის თავზე 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი, საიდანაც თვალწარმტაცი პეიზაჟები იშლება.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არა მხოლოდ ქალაქის ცენტრში გაშენებული სარეკრაციო სივრცე და დასვნებისათვის განკუთვნილი ადგილია, არამედ ის თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქალაქის ყველა მცხოვრებმა თუ სტუმარმა აუცილებლად უნდა მოინახულოს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

50მ

ქართვლის დედა

image_edited_edited.jpg

70მ

ჯუმა მეჩეთი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

ნარიყალა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

240მ

აბანოთუბანი

_MG_2116_edited.jpg

300მ

ნარიყალას საბაგირო

image_edited_edited.jpg

ბეთლემის ქუჩა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

340მ

ლეღვთახევი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

350მ

წმ. გიორგის ეკლესია

300მ

bottom of page