top of page

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი – საფეხმავლო ხიდი, როგორც XXI საუკუნეში თბილისში აშენებული ერთადერთი ხიდი ოფიციალურად 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა.
თავდაპირველად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ამგვარი ვიზუალის მქონე ხიდის აშენებამ აზრთა სხვადასხვაობა და ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გამოიწვია. თუმცა, დღეისათვის, ის, განსაკუთრებით ქალაქის ვიზიტორთა შორის, პოპულარობით სარგებლობს და ქალაქის ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა.
იტალიელ არქიტექტორ მიკელე დე ლუკისა, და განათების დიზაინერ — ფრანგ ფილიპ მარტინოს პროექტით აშენებული ხიდი, მისი ექსპრესიული მოხაზულობით, მასალით, ტექნიკური აღჭურვილობითა და არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით, ყურადღებას, იპყრობს და თავისი უნიკალური დიზაინით გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის.
უნიკალური კონსტრუქციის მიღმა კი, მშვიდობის ხიდს უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია, რამეთუ, ის თბილისის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებთან ადვილ წვდომას უზრუნველყოფს. ქალაქის ისტორიულ და გამორჩეული ძველი ქუჩებიდან, როგორიცა ერეკლე მეორესა და შავთელის ქუჩაა, ვიზიტორებს ხიდის მეშვეობით საშუალება აქვთ მოხვდნენ რიყის პარკში, საიდანაც, საბაგიროთი შესაძლებელია ნარიყალაზე მოხვედრა.
მშვიდობის ხიდი არა მხოლოდ ფუნქციური გადასასვლელი, არამედ როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების პოპულარული თავშეყრის ადგილია. მისი უნიკალური კონსტრუქცია, მდინარე მტკვრისა და თბილისის ულამაზესი პეიზაჟები, აქცევს მას ადგილად, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

20მ

რიყის პარკი

image_edited_edited.jpg

20მ

ერეკლე მეორეს ქუჩა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

შავთელის ქუჩა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

250მ

ნარიყალას საბაგირო

_MG_2116_edited.jpg

250მ

სიონი

image_edited_edited.jpg

თბ. ისტორიის მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

290მ

შარდენის ქუჩა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

350მ

ანჩისხატი

270მ

bottom of page