top of page

მშრალი ხიდი

თბილისის შუაგულში, დედაენის ბაღის მახლობლად მდებარე მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული - ,,მშრალი ხიდის ბაზრობის“ სახელით ცნობილი ძველმანების ბაზრობა, არამარტო სიძველეთა მოყვარულთათვის, არამედ ვიზიტორთა და ქალაქის მცხოვრებთათვის, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მიმზიდველი და მონახულებადი ადგილია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველი ხიდის მშენებლობა, კავკასიის მეფისნაცვალის მიხეილ ვორონცოვის დავალებით იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში წამოიწყო. თავდაპირველად, ხიდს - ,,მიხეილის მცირე ხიდი“, ხოლო მოგვიანებით, ,,ნიკოლოზის ხიდი“ ეწოდა. ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ერთ-ერთი განშტოება მოედინებოდა, თუმცა 1938 წელს მდინარის ტოტი დააშრეს, ხოლო ხიდი კი დარჩა და მას ,,მშრალი ხიდი“ შეერქვა.
მოგვიანებით, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანმა ძველი ნივთები გასაყიდად გამოიტანა. მალევე, გამყიდველების რიცხვმაც იმატა და თანდათანობით, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია ქალაქში ყველაზე ცნობილ ძველმანების ბაზრობად გადაიქცა.
დღესაც, მშრალი ხიდი იდეალური ადგილია სამახსვრო სუვენირების შესაძენად. აქ თქვენ შეხვდებით უნიკალურ საკოლექციო ნივთებს, ანტიკვარიატს, ვინტაჟურ და ხელნაკეთ სამკაულებს, ჭურჭელს, ძველებურ ტექნიკას, ნახატებს, ტრადიციულ ქართულ სუვენირებსა და სხვა. ბაზრის ხმაურიანი და ცოცხალი გარემოს მიღმა კი, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და განიტვირთოთ ახლომდებარე დედაენის პარკში.
მშრალი ხიდის სტუმრობა წარსულში მოგზაურობას ჰგავს. იგი შესანიშნავი ადგილია ქალაქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის აღმოსაჩენად, სამახსვრო ნივთის შესაძენად, ხოლო დედაენის პარკთან სიახლოვე კი ბაზრის ცოცხალი ატმოსფეროდან მშვიდ დასვენებასა და განტვირთვას უზრუნველყოფს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

30მ

დედაენის ბაღი

image_edited_edited.jpg

150მ

ალექსანდრეს ბაღი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

350მ

აღმაშენებლის გამზირი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

450მ

ორბელიანის სკვერი

_MG_2116_edited.jpg

560მ

ქაშვეთის ეკლესია

image_edited_edited.jpg

სახ. ხელოვნების მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

600მ

ეროვნული გალერეა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

660მ

რუსთაველის თეატრი

600მ

bottom of page