top of page

ერეკლე მეორეს ქუჩა

ერეკლე II-ის ქუჩა, მომხიბლავი, ისტორიული ქუჩა ძველ თბილისში, რომელსაც 1900 წელს ქართლ-კახეთის მეფის - ერეკლე II-ის პატივსაცემად ,,ირაკლის“, ხოლო 1948 წელს, უშუალოდ ერეკლე II-ის ქუჩა ეწოდა.
ერეკლე II-ის ქუჩა, ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, სადაც XVII-XVIII საუკუნეებში სავაჭრო რიგები — რასტაბაზარი იყო განლაგებული. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, შენობათა დიდი ნაწილი განადგურდა, თუმცა, XIX საუკუნეში ის ხელმეორედ განაშენიანდა. ქუჩაზე შემორჩენილ ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სახლი №11, რომელიც 1896 წელს არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა დავით სარაჯიშვილისთვის ააშენა, სადაც ქართული ხუროთმოძღვრული მოტივებია გამოყენებულია. მოპირდაპირე მხარეს, ერეკლე II-ის ქუჩასა და ერეკლე II-ის შესახვევს შორის არსებობდა ქარვასლა, რომელშიც შემდეგ კომუნალური ბინები განათავსეს. აქ, XIX საუკუნის მეორე ნახევრის საცხოვრებელი სახლები დღემდე შემონახულია.
დღეისათვის, ქუჩა, ერეკლე II-ის მოედანსა და სიონის ქუჩებს დამაკავშირებელ, საფეხმავლო ქუჩას წარმოადგენს, რომლის გამორჩეული მდებარეობა საშუალებას იძლევა ადვილად მოინახულოთ ქალაქის არაერთი ღირსშესანიშნაობა, რაც მას იდეალური საწყის წერტილად აქცევს თბილისის ძველი ქალაქის შესასწავლად.
ერეკლე II-ის ქუჩაზე სეირნობისას იპოვით არქიტექტურული სტილის უნიკალურ ნაზავს, ტრადიციული ქართული სახლებიდან თანამედროვე ნაგებობებამდე, რომლებიც ქალაქის მდიდარ მემკვიდრეობას ასახავს. ქუჩაზე არსებული კაფეები და რესტორნები შესაძლებლობას მოგცემთ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული თუ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულო ან უუბრალოდ დატკბეთ გამაგრილებელი სასმელებით.
ისტორიულ მნიშვნელობასთან შერწყმული ცოცხალი ატმოსფერო, ქუჩას თბილისის აუცილებლად მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობად აქცევს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

40მ

შავთელის ქუჩა

image_edited_edited.jpg

40მ

სიონი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

50მ

მშვიდობის ხიდი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

60მ

თბ. ისტორიის მუზეუმი

_MG_2116_edited.jpg

80მ

შარდენის ქუჩა

image_edited_edited.jpg

ანჩისხატი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

200მ

გაბრიაძის თეატრი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

200მ

რიყის პარკი

180მ

bottom of page