
თბილისის ფუნიკულიორი
თბილისის ფუნიკულიორი მთაწმინდის პლატოზე არსებული, 501 მეტრი სიგრძის, სამთო-საბაგირო რკინიგზაა, რომელიც ქალაქში საუკუნეზე მეტია რაც ფუნქციონირებს.
ფუნიკულიორის აშენების იდეა 1900-იანი წლების დასაწყისში ქალაქის შემდგომი განაშენიანების გეგმის პარარელურად წარმოიშვა. კერძოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში მთაწმინდის მთაზე ე.წ. ,,ზედა თბილისის“ აშენების იდეა გაჩნდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, უმთავრესი პრობლემა ,,ზედა თბილისის“ ქალაქის დანარჩენ ნაწილთან სატრანსპორტო კომუნიკაციაში მდგომარეობდა. პრობლემის გადაჭრის გზა კი, თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო. მშენებლობის პროექტი ფრანგი ინჟინერის ბლანშის მიერ იქნა შედგენილი, არქიტექტურული ნაწილი კი ალექსანდრე შიმკევიჩმა დაამუშავა. მშენებლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით ესტაკადისათვის რკინაბეტონის სამუშაოები მოკლე დროში შესრულდა. საბოლოოდ, ფუნიკულიორი ორწლიანი სამუშაოების შემდგომ - 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.
ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ფუნიკულიორს არარეთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. კერძოდ 1936-1938 წლებში, არქიტექტორ ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებისა და ა. ვალაბუევის თანაავტორობით ზედა სადგურის ადგილას - ახალი, დღეს არსებული შენობა გაიხსნა, ხოლო 1968-1969 წელს, ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად ახალი შენობა აიგო.
ფუნიკულიორი ქალაქს, არა მხოლოდ მთაწმინდის პარკთან, არამედ გზის შუა წელში მოწყობილი სპეციალური ბაქანის მეშვეობით, მამადავითის ეკლესიასთან და მთაწმინდის პანთეონთანაც აკავშირებს.
ახლომდებარე ღირშესანიშნაობები

0მ
მთაწმინდის პარკი

30მ
მამადავითი

100მ
ვილნიუსის სკვერი

650მ
კონსერვატორია

650მ
საქართველოს პარლამენტი

ახალგაზრდობის სასახლე

800მ
Museum of Fine Arts




