top of page

მეტეხის ტაძარი

ავლაბარში მტკვირს მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ცნობადი და ძველი ღირსშესანიშნაობა.
ქართული ისტორიული წყაროები მეტეხის კლდის ქიმზე პირვანდელი ეკლესიის არსებობა ვახტანგ გორგასლის ეპოქას - (V-VI საუკუნეებს) უკავშირებენ, თუმცა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მტრის შემოსევების შედეგად ეკლესია არაერთგზის დაინგრა. მეტეხის კლდეზე მდგომი თავდაპირველი ეკლესიისათვის გამანადგურებელი აღმოჩნდა მონღოლთა 1235 წლის შემოსევა, რომელსაც აქ მდგომი ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა.
ტაძრის ამჟამინდელი სტრუქტურა კი იმავე მე-13 საუკუნის 70-80 იანი წლებით თარიღდება და მისი აღდგენა საქართველოს მეფე - დემეტრე II თავდადებულს უკავშირდება.
ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა და როგორც ჩანს, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებდა. ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული:კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით (ეს სისტემა ვერ გავრცელდა), მაგრამ იმავე დროს საკურთხევლის შვერილ აფსიდზე გამეორებულია ძველი, სამთავისის დროიდან ცნობილი, სისტემა - დიდი ჯვარი და 2 მოჩუქურთმებული კვადრატი სარკმლის ქვემოთ, თუმცა საუკუნეთა განმავლობაში შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა. დღეისათვის, XIII საუკუნის ნაგებობისაგან მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი.
ტაძრის სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულ წყაროებში ეს ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით იხსენიება, ხოლო თვით ტაძარს მემატიანე „ისანთას“ უწოდებს და არა „მეტეხს“
ტაძარი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უმოქმედო იყო. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. „მეტეხის თეატრი“. მოგვიანებით ტაძარი მხატვრის სახელოსნოდ გადაიქცა.
1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა კვლავ აღდგა.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

300მ

რიყის პარკი

image_edited_edited.jpg

300მ

ნარიყალას საბაგირო

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

350მ

შარდენის ქუჩა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

400მ

მშვიდობის ხიდი

_MG_2116_edited.jpg

400მ

წმ. გიორგის ეკლესია

image_edited_edited.jpg

თბ. ისტორიის მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

450მ

დიდი სინაგოგა

HmZbx5Pedxc_edited.jpg

500მ

აბანოთუბანი

450მ

bottom of page