
ლეღვთახევი
ლეღვთახევის კანიონი ძველი თბილისის შუაგულში, აბანოთუბანთან მდებარე განსაცვიფრებელი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქალაქის ურბანული ცხოვრებისა და ბუნებრივი სილამაზის ჰარმონიულ შერწყმას გვთავაზობს.
კანიონში მოხვედრა აბანოთუბნიდან, კლდეებს შორის გამავალი საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან მომდინარე - მდინარე წავკისისწყალს მიუყვება.
მდინარეზე მოწყობილია პატარა ხიდები, რომელთაც მიმდებარე კლდიდან ძველი თბილისური სახლები გადმოჰყურებს, რაც ბუნებრივ სილამაზეს ისტორიის ელფერს მატებს. ლეღვთახევის გამორჩეული სანახაობაა, კანიონის ბოლოში მდებარე - 22 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი. ყოველივე ერთად კი, ბუნებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, ლეღვთახევის კანიონი ქალაქის ერთერთი ყველაზე გამორჩეული რომანტიული ადგილია. კანიონის მომხიბლავი და მშვიდი გარემო შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის რომანტიული სეირნობისთვის. აქ თქვენ სიყვარულის ხიდს აღმოაჩენთ, რომელიც წყვილების მიერ დატოვებული ბოქლომებით არის მორთული, ამასთან, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია ახალადაქორწინებულების საყვარელი ადგილია, რომელიც განსაკუთრებული მომენტებისთვის თვალწარმტაც ფონს უზრუნველყოფს.
ლეღვთახევის კანიონი ქალაქის ხმაურიან გარემოდან მშვიდ თავშესაფარს გთავაზობთ, ხოლო მისი მდებარეობა ასევე საშუალებას მოგცემთ თბილისის ისეთი არაერთი ღირსშესანიშნაობა მოინახულოთ, როგორიცაა აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი და სხვა.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

80მ
აბანოთუბანი

200მ
ჯუმა მეჩეთი

270მ
ბოტანიკური ბაღი

280მ
წმ. გიორგის ეკლესია

330მ
ბეთლემის ქუჩა

შარდენის ქუჩა

380მ
ნარიყალა




