
თავისუფლების მოედანი
საუკუნეების მანძილზე თავისუფლების მოედანი ქალაქის ცენტრალურ ადგილს ასრულებდა, რა დროსაც მან არაერთი სახელი გამოიცვალა და ყველა მათგანი არა მხოლოდ ქალაქის, არამედ ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის გამოძახილი იყო.
ისტორიული ცნობების თანახმად, 1801 წლამდე თავისუფლების მოედანი ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და მას ,,გარეთუბანი“ ეწოდებოდა, ხოლო თბილისელები მას ,,შეშის მოედანს“ ეძახდნენ, რადგან ახლომდებარე სოფლებიდან გასაყიდად ჩამოტანილი შეშა სწორედ მოედანზე იყიდებოდა. მოგვიანებით, ქალაქის რუსულმა ადმინისტრაციამ მის კუთხეში კავკასიის არმიის შტაბის შენობა ააშენა რის შემდგომაც ის ,,შტაბის მოედნად“ მონათლეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი მოსახლეობის მიერ იყო შერქმეული, ხოლო პირველი ოფიციალური სახელწოდება კი 1829 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომში, რუსეთის მიერ ერევნის ციხე-ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალის, ივან პასკევიჩის პატივსაცემად - „პასკევიჩ-ერივანსკი (ერევანსკი)“, ან შემოკლებით „ერივანსკი“ დაარქვეს.
საქართველოს გასაბჭოების პერიოდში მოედანმა სამჯერ შეიცვალა დასახელება და მას ჯერ „ზაკფედერაციის“, ლავრენტი ბერიასა და ვლადიმერ ლენინის სახელი ეწოდა, 1990 წლიდან კი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, მოედანს „თავისუფლების მოედანი“ ეწოდა.
დღეისათვის მოედანი, რუსთაველის გამზირს და ძველ თბილისთან აკავშირებს რაც მას ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესასწავლად იდეალურ საწყის წერტილად აქცევს. მოედანთან ახლოს არაერთი გამორჩეული ისტორიული თუ კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს. უშუალოდ მოედანზე კი, ქალაქის თვითმმართველობის შენობაა განთავსებულია, ხოლო ცენტრში, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის ზურაბ წერეთლის - თავისუფლების მონუმენტი - წმინდა გიორგის ქანდაკებაა აღმართული, რომელიც მოედნის ანსამბლში მთავარ აქცენტს ქმნის.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაოებები

0
ქალაქის საკრებულო

150მ
ხელოვნების მუზეუმი

150მ
გრიბოედოვის თეატრი

300მ
ეროვნული მუზეუმი

300მ
ოკუპაციის მუზეუმი

ახალგაზრდობის სასახლე

450მ
საქართველოს პარლამენტი




