top of page

მამადავითი | მთაწმინდის პანთეონი

მთაწმინდის ფერდობებზე განლაგებული - მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი და მიმდებარე მამადავითის სახელობის ეკლესია, არა მარტო ქალაქის, არამედ სრულიად საქართველოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა.
1859-1871 წლებით დათარიღებული გუმბათოვანი ტაძარი, წმინდა მამა დავით გარეჯელის სახელს ატარებს. გადმოცემის თანახმად, მთაწმინდაზე პირველი ეკლესიის აშენების თარიღად
VI საუკუნის დასასრული მიიჩნევა და ის ანტიოქიის ეკლესიიდან საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად შემოსულ ასურელ მამათაგან პირველ - წმინდან დავით გარეჯელს უკავშირდება. გარეჯის მრავალმთის სანახებშე მონასტრის დაარსებამდე, მამა დავითს მის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისში უმოღვაწია და მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთის უსახელო კლდეზე სენაკი გამოუქვაბავს. მამა დავითის მიერ ქვაბულის მიტოვების შემდეგ, ქართველმა ხალხმა ქრისტიანული სარწმუნოების დიდი მოღვაწის პატივსაცემად მთას ”მამადავითი” შეარქვა. ~
ეკლესიის მახლობლად მდებარე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი, როგორც გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა სამუდამო განსასვენებელი ადგილი 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე გაიხსნა.
პანთეონში დაკრძალული XIX-XX საუკუნეების გამოჩენილი, მწერლები და საზოგადო მოღვაწენი, აღსანისნავია, რომ 2011 წლის 21 სექტემბერს მთაწმინდის პანთეონში გაიხსნა 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალიც, რომელზეც აღბეჭდილია სანდრო ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელები.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

100მ

ფუნიკულიორი

image_edited_edited.jpg

350მ

მთაწმინდის პარკი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

450მ

ვილნიუსის სკვერი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

850მ

საქართველოს პარლამენტი

_MG_2116_edited.jpg

950მ

კონსერვატორია

image_edited_edited.jpg

რუსთაველის თეატრი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

1.1კმ

ოპერისა და ბალეტის თეატრი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

1.1კმ

ეროვნული გალერეა

1.1კმ

bottom of page