
ქართვლის დედა
„ქართვლის დედა“ - სოლოლაკის გორაზე მდგარი მონუმენტური ქანდაკება, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობადი და გამორჩეული სიმბოლო, 1958 წელს თბილისის დაარსებიდან 1500 წლისთავის აღსანიშნად აღიმართა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ქანდაკებას დედაქალი დროებით უნდა დაემშვენებინა, თუმცა მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეიცვალა და ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, ხოლო 1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა.
ქართვლის დედის ავტორია მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, ხოლო ქართულ ეროვნულ სამოში ჩაცმული ქალის ალეგორიული ქანდაკება ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელსაც ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის - როგორც სტუმართმოყვარეობის გამომხატველი სიმბოლო, ხოლო მეორეში კი ხმალი მტერთათვის.
ქართვლის დედის მონუმენტის მონახულების დროს ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ერთროულად, ბუნებისა და ქალაქის ურბანული ლანდშაპტის უნიკალური კონტრასტით დატკბნენ, ვინაიდან ამ ადგილიდან როგორც თბილისის თვალწარმტაცი ხედები, ასევე ბოტანიკური ბაღის ულამაზესი პეიზაჟები იშლება.
ამასთან, ღირსშესანიშნაობა პოპულარული ადგილია არა მხოლოდ გამორჩეული პეიზაჟებისა თუ ფოტო გადაღებების მოყვარულთათვის, არამედ კარიბჭეა თბილისის სხვა ღირსშესანიშნაობების შესასწავლად, როგორიც იგივე ბოტანიკური ბაღი, ნარიყალას ციხესიმაგრე და ბეთლემის ქუჩაა, რომელთა მონახულებაც საცალფეხო ბილიკებით არის შესაძლებელი.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

50მ
ბოტანიკური ბაღი

240მ
ნარიყალას საბაგირო

260მ
მაცხოვრის შობის ეკლესია

350მ
ბეთლემის კიბე

350მ
გომის ქუჩა

ათეშგა

400მ
ახოსპირელის ქუჩა




