top of page

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი, რომელიც გართობის, ბუნების და ქალაქის განსაცვიფრებელი პანორამული ხედების სრულყოფილ შერწყმას გვთავაზობს.
პარკი - მთაწმინდის მთის თავზეა განლაგებული სადაც მოხვედრა, როგორც საავტომობილო გზით, ასევე ქალაქის გამორჩეული ღირსშესანიშნაობით, თბილისის ფუნიკულიორით არის შესაძლებელი, რაც პარკში მოგზაურობას ცალკე თავგადასავლად აქცევს.
ბუნების წიაღში გაშლილი ულამაზესი სასეირნო ბილიკებიდან დაწყებული, გასართობი და სათამაშო მოედნებით, მყუდრო კაფეებით და რესტორნებით, ყველა ასაკის ვიზიტორთათვის განკუთვნილი ატრაქციონების ფართო სპექტრითა თუ საპიკნიკე ადგილებით დამთავრებული, მთაწმინდის კულტურისა და დასვენების პარკი სტუმართა განტვირთვისა და გართობის იდეალურ გამოცდილებას უზრუნველყოფს, რაც მას ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის ქალაქის გამორჩეულ ადგილად აქცევს.
მთაწმინდის პარკის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ასპექტი თბილისზე განსაცვიფრებელი პანორამული ხედია, რასაც უშალოდ მისი სიმაღლე განაპირობებს, რამეთუ, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე ზემოთ განლაგებული პარკი - ქალაქის ყველაზე მაღალ სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს
მთაწმინდის პარკი არა მხოლოდ იდეალური ადგილია დასვენებისათვის, არამედ თბილისის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქალაქის სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

0

ფუნიკულიორი

image_edited_edited.jpg

0

სატელევიზიო ანძა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

350მ

მამადავითი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

530მ

ვილნიუსის სკვერი

_MG_2116_edited.jpg

1.15კმ

კონსერვატორია

image_edited_edited.jpg

საქართველოს პარლამენტი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

1.2კმ

ახალგაზრდობის სასახლე

HmZbx5Pedxc_edited.jpg

1.3კმ

ციფრული სივრცე

1.15კმ

bottom of page