
ნარიყალა
ნარიყალა - თბილისის უძველესი ციხესიმაგრე, რომლის ნანგრევები დღეს სოლოლაკის ქედზეა შემორჩენილი ქალაქის ერთერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა.
არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით XII- XII საუკუნეებში უნდა ყოფილიყო დასახლებული, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ციხეს, ლეგენდის თანახმად, ის, ვახტანგ გორგასალის დაუფუძნებია. თუმცა, სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით ციხე IV საუკუნეში მეფე ვარაზ-ბაკურს აუშუნებია, რომელიც სასანიდური ირანის მიერ ქალაქის აღების შემდგომ სპარსულ ციტადელად იქცა და ისტორიულ წყაროებში „შურის ციხედ“ მოიხსენიებოდა.
მრავლსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე განცდილი არაერთი ბრძოლის შედეგად ციხე მრავლგზის დაინგრა და მან არაერთხელ განიცადა რეკონსტრუქცია. ადრეფეოდალური ნაგებობებიდან მხოლოდ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი კოშკებია შემორჩენილი, რომელიც თლილი კვადარატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები კი XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
უშუალოდ ციხის დღევანდელი სახელწოდება - ნარიყალა კი, მონღოლთა პერიოდს უკავშირდება, ვინაიდან სწორედ მათ შეარქვეს ციხეს "ნარინ ქალა", ანუ პატარა ციხე, რომელიც მას დღემდე შემორჩა.
დღეისათვის, ნარიყალა ვიზიტორების ერთერთი ყველაზე საყვარელი დანიშნულების ადგილია, რასაც არამარტო მისი ისტორიული მნიშვნელობა არამედ, განსაკუთრებული და თვალწარმტაცი პანორამული ხედებიც განაპირობებს, რომელიც ციხიდან ქალაქზე იშლება.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

200მ
ბოტანიკური ბაღი

200მ
ჯუმა მეჩეთი

200მ
ნარიყალას საბაგირო

200მ
ბეთლემის ქუჩა

250მ
წმ. გიორგის ეკლესია

შარდენის ქუჩა

350მ
აბანოთუბანი




