top of page

ორბელიანის მოედანი

ორბელიანის მოედანი და ახლომდებარე ქუჩები, არის მომხიბვლელი და ცოცხალი ადგილი თბილისში, რომელიც ლამაზი არქიტექტურითა და ცოცხალი ატმოსფეროთი გამოირჩევა. ეს თვალწარმტაცი მოედანი, მეხცრამეტე-მეოცე საუკუნეების შენობებით არის გარშემორტყმული, რაც ქართული და ევროპული არქიტექტურული სტილის უნიკალურ შერწყმას ქმნის.
მოედანზე არაერთი კაფე და მაღაზია განთავსებული. აქვე მდებარეობს „ბაზარი ორბელიანზე“, რომელიც სხვადასხვა მიმართულების სამ სივრცეს აერთიანებს კერძოდ, თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარს, კვების ობიექტებს, სადაც ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოების კერძებს შემოგთავაზებენ და ტერასას, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში იდეალური ადგილია განტვირთვისთვის.
ორბელიანის მოედანზე, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა, თავდაპირველად, სოფლის ახალი პროდუქტებით ვაჭრობდნენ. 1828 წლიდან მას „ფოსტის მოედანი“ ერქვა, 1876-იდან 1903 წლამდე - „სალდათის ბაზარი“, ხოლო მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე კი „რუსის ბაზარს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით, მიმდებარე ტერიტორიაზე საკოლმეურნეო ბაზარი გაიხსნა და ამ ადგილს „კოლმეურნეობის მოედანი“ ეწოდა. კვირაობით აქ დიდი ბაზრობა იმართებოდა, სადაც ჯარისკაცებს გასაყიდად ფარაჯები, ჩექმები და სხვა ნივთები გამოჰქონდათ. ამბობენ, რომ თბილისში პირველი ნაძვის ხე სწორედ აქ გაიყიდა. დღესაც, ახალი წლისა და საშობაო დღეებში ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები ტრადიციული საშობაო სოფლების ერთ-ერთ მთავარ ლოკაციად იქცევა და მას სასიამოვნო დანიშნულების ადგილად აქცევს მათთვის, ვინც ცდილობს თბილისის სადღესასწაულო განწყობა შეიგრძნოს.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

100მ

ლეონიძის პარკი

image_edited_edited.jpg

100მ

ათონელის ქუჩა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

150მ

ძველი ქალაქის კედელი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

200მ

ეროვნული ბიბლიოთეკა

_MG_2116_edited.jpg

200მ

წიგნის მუზეუმი

image_edited_edited.jpg

ხელოვნების მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

300მ

საქართველოს მუზეუმი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

300მ

ოკუპაციის მუზეუმი

300მ

bottom of page