
რიყის პარკი
თბილისის ისტორიულ შუაგულში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული რიყის პარკი - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი დასვენების, გართობისა და კულტურული ღონისძიებების ადგილია, რომელიც ქალაქის დინამიურ სულს წარმოაჩენს.
რიყის პარკი, ეს არის ქალაქის ცენტრში მოწყობილი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც მისი ფართო გაზონებით, დაჩრდილული ველობილიკებითა თუ საბავშვო მოედნებით, ყველა ასაკის ვიზიტორთათვის დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ამასთან, პარკი, სხვადასხვა სახის კონცერტებს, ფესტივალებს, არტ-ინსტალაციებსა და სხვა სახის ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს, რაც მას მომხიბვლელ, ცოცხალ კულტურულ ცენტრად აქცევს.
ზემოაღნიშნულთან ერთად, პარკი მისი თანამედროვე არქიტექტურითა და ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. რიყის პარკის მიმდებარედ, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა მშვიდობის ხიდი მდებარეობს, რომელიც პარკს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ თბილისის ისტორიული ქუჩებთან აკავშირებს. პარკის ტერიტორიაზევეა განთავსებული საბაგირო სადგური, რომელიც მსურველებს ნარიყალას ციხემდე მოგზაურობისას თბილისის დაუვიწყარ პანორამულ ხედებს სთავაზობს. ყოველივე ერთად კი პარკს, ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესასწავლად, შესანიშნავ საწყის წერტილად აქცევს.
რიყის პარკი არა მხოლოდ იდეალური ადგილია დასვენებისა და განტვირთვის, არამედ ის თბილისის ერთერთი ყველაზე გამორჩეული და მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

0
საბაგირო

40მ
მშვიდობის ხიდი

200მ
ერეკლე მეორეს ქუჩა

300მ
მეტეხი

350მ
შავთელის ქუჩა

სიონი

370მ
თბ. ისტორიის მუზეუმი




