top of page

შოთა რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირი თბილისის ენერგიულ სულს, ქალაქის მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას განასახიერებს. სახელგანთქმული ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელი ულამაზესი არქიტექტურითა და მრავალი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა.
რუსთაველის გამზირი, მისი ადგილმდებარეობის, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული თუ სხვადასხვა სახის დაწესებულებების სიმრავლის გამო, ქალაქის ცენტრად მოიხსენიება.
ქუჩაზე სეირნობისას შეხვდებით არამარტო თბილისის, არამედ სრულიად საქართველოსათვის ისეთ უდიდეს კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლებსა თუ დაწესებულებებს როგორიცაა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია, საქართველოს პარლამენტი და სხვა.
რუსთაველის გამზირი ასევე არის აქტიური სავაჭრო ადგილი, რამეთუ, გამზირზე განლაგებული თანამედროვე სავაჭრო ცენტრები, საფირმო მაღაზიები თუ მრავალფეროვანი ბუტიკები, დამთვალიერებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა და ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შექმნილ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ქუჩაზე არსებული არაერთი ტრადიციული ქართული თუ უცხოერი რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, მყუდრო კაფე თუ ბარი, გურმანებს მდიდარ და მრავალფეროვან თავგადასავალს ჰპირდება.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

0მ

ოპერის თეატრი

image_edited_edited.jpg

0მ

ეროვნული გალერეა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

0მ

საქართველოს მუზეუმი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

0მ

რუსთაველის თეატრი

_MG_2116_edited.jpg

0მ

ოკუპაციის მუზეუმი

image_edited_edited.jpg

ქაშუეთის ეკლესია

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

0მ

ახალგაზრდობის სასახლე

HmZbx5Pedxc_edited.jpg

0მ

საქართველოს პარლამენტი

0მ

bottom of page