
შარდენის ქუჩა | ბამბის რიგი
ჟან შარდენის ქუჩა და ბამბის რიგი - თბილისის ისტორიულ კალას უბანში მდებარე, ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩებს შორის არსებული საფეხმალო ისტორიული ქუჩებია, რომელიც, როგორც ვიზიტორთა, ასევე ქალაქის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი საყვარელი და მიმზიდველი ადგილია.
ერთამენითს პარალელურად არსებული ორივი ქუჩა, საუკუნეების მანძილზე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. კერძოდ, ბამბის რიგი ძველ თბილისში როგორც ბამბით, მატყლითა და ჩითით მოვაჭრეთა ქუჩა - ბაზაზხანა გვიან შუა საუკუნეებში ჩაისახა. ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ქუჩაზე კი, მექვაბეების რიგი არსებობდა, ხოლო XIX საუკუნეში ახალი ბაზაზხანა განვითარდა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა.
ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის რეკონტრუქცია, არქიტექტორ გიორგი ბათიაშვილის პროექტით, 1981 წელს განხორციელდა.
დღეისათვის, ორივე ქუჩა კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი კერაა, სადაც მრავალი კულტურული და გასართობი დაწესებულებაა განთავსებული. აქ მრავლადაა სამხატვრო გალერეები, ტიხრული მინანქრისა თუ სხვა ხელნაკეთი ნივთების სალონები, ასევე კაფე-ბარები და რესტორნები, რომელიც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა პირობას შეგიქმნით. ჟან შარდენის ქუჩა და ბამბის რიგი, მათი ცოცხალი, ხმაური ატმოსფეროთი და მდიდარი მემკვიდრეობით, დაუვიწყარ და შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოცდილებას გპირდებათ.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

20მ
თბილისის ისტ. მუზეუმი

40მ
სიონი

80მ
ერეკლე მეორეს ქუჩა

100მ
დიდი სინაგოგა

100მ
წმ. გიორგის ეკლესია

ბეთლემის ქუჩა

250მ
აბანოთუბანი




