
იოანე შავთელის ქუჩა
ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე, მეთორმეთე-მეცამეტე საუკუნეების ქართველი პოეტისა და სასულიერო მოღვაწის - იოანე შავთელის სახელობის, ბარათაშვილის ქუჩასა და ერეკლე მეორეს მოედანთან დამაკავშირებელი ქუჩა, სტუმრებს ქალაქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შეცნობასა და შთამბეჭდავ გამოცდილებას ჰპირდება.
შავთელის მომხიბვლელ საცალფეხო ქუჩაზე სეირნობისას არქიტექტურული სტილის ეკლექტიკურ ნაზავს შეხვდებით, რომელიც საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდს, მდიდარ მემკვიდრეობასა და ამასთან, ცოცხალ კულტურას ასახავს.
აქ თბილისის არაერთი ღირსშესანიშნაობაა განლაგებული. მათ შორის, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიული ნაგებობა - VI საუკუნით დათარიღებული ანჩისხატის სამნავიანი ბაზილიკა. აქვე მდებარეობს რეზო გაბრიაძის სახელობის ქალაქის პირველი მარიონეტული თეატრი, რომელიც მისი მრავლფეროვანი წარმოდგენებითა და არქიტექტურით გამორჩეული, თბილისის აუცილებლად სანახავ ღირშესანიშნაობათა რიცხვს განეკუთვნება.
ცოცხალი ფერები და სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა, ქუჩას როგორც ისტორიისა და კულტურის, ასევე ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, საუცხოო ადგილად აქცევს, ხოლო აქ განლაგებული მრავალფეროვანი რესტორნები და კაფეები დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებას იძლევა.
ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე ხიბლის შერწყმით გამორჩეული შავთელის ქუჩა აუცილებლად უნდა მოინახულოს მან ვისაც სურს უკეთ ჩაწვდეს, შეიგრძნოს და შეისწავლოს თბილისის არსი.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

200მ
ძველი ქალაქის კედელი

სიონი

350მ
რიყის პარკი








