
სიონის საკათედრო ტაძარი
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი, ძველი თბილისის ისტორიოულ - კალას უბანში მდებარეობს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, დღევანდელი სიონის ადგილზე პირველი ტაძრის აგება ვახტანგ გორგასლის მიერ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში უნდა დაწყებულიყო და მისი მშენებლობა ტახტის მემკვიდრის დაჩისა და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის დრომდე უნდა გაგრძელებულიყო. არაბი დამპყრობლების მიერ ქალაქის აღების შედეგად ტაძრის თავდაპირველი ნაგებობა სრულიად განადგურდა, ხოლო ახალი ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. აღნიშნულის მიუხედავად, მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ის არაერთგზის დაზიანდა. სიონი ვერ გადაურჩა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინის, თემურ-ლენგისა და აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ხდებობდა მისი აღდგენა და რესტავრაცია. უკანასკნელად ტაძარი 1983 წელს განახლდა. ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით გაკეთდა კანკელი. ახლად შემოსეს XIII საუკუნის ნაწილების შემცველი და XVII საუკუნეში ელისე თბილელის მიერ აღდგენილი სამხრეთი ეგვტერი, აშენდა ჩრდილოეთი ეგვტერი. 2001-2003 წლებში სიონის ტაძარს დასავლეთიდან მიუშენდა კარიბჭე.
ტაძარი, რომელიც იერუსალიმში მდებარე წმინდა მთის - სიონის სახელს ატარებს, სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი ტაძარი იყო, სადაც არაერთ ღვაწლმოსილ სასულიერო და საერო პირთან ერთად სრულიად საქართველოს რვა კათოლიკოს-პატრიარქი განისვენებს. სიონის ტაძარშივ ინახება ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური სიწმინდე - საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს ჯვარი.
ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები

20მ
თბ. ისტორიის მუზეუმი

40მ
შარდენის ქუჩა

40მ
ერეკლე მეორეს ქუჩა

150მ
დიდი სინაგოგა

250მ
მშვიდობის ხიდი

წმ. გიორგის ეკლესია

300მ
შავთელის ქუჩა




