top of page

დიდი სინაგოგა

თბილისის დიდი სინაგოგა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ახალციხელთა სინაგოგა, ძველი ქალაქის შუაგულში მდებარეობს.
მისი აშენება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ახალციხიდან თბილისში მიგრირებულ ებრაელებს უკავშირდება. თავდაპირველად, ებრაელთა სალოცავი 1877 წელს ერთ-ერთ შენობაში განთავსდა, და მას ,,ახალციხელთა სინაგოგა“ ეწოდა, თუმცა საუკუნის მიწურულს შენობა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მთავრობის დადგენილებით იგი დანგრეულ იქნა. აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ, 1903 წელს თბილისის ებრაელებმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ახალი სალოცავის აშენებაზე შესაბამისი ნებართვის გაცემის თხოვნით მიმართეს. დადებითი გადაწყვეტილება ერთი წლის შემდგომ იქნა მიღებული. ახალი სინაგოგის მშენებლობა 1904 წელსვე დაიწყო და 1911 წელს დასრულდა. მშენებლობა სრულებით ადგილობრივ ებრაელთა სახსრებითა და ძალისხმევით აშენდა.
წითელი აგურით ნაშენი შენობა ორსართულიანია, რომლის პირველი სართული ოთხ სტრუქტურულ ნაწილად იყოფა. წინა სივრცე ჰოლს წარმოადგენს, მარჯვნივ სალოცავია, ხოლო მარცხნივ, მეორე სართულის სალოცავ დარბაზსთან დამაკავშირებელი სამმარშიანი კიბეა. სამ სტრუქტურულ ნაწილს, ორი თაღოვანი კონსტრუქციით სალოცავი დარბაზი აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ მეორე სართულის სალოცავ დარბაზს სამ მხარეზე გარს უვლის ტრადიციული ქალთა გალერეა-აზარა, რომელსაც შენობის გარედან დამოუკიდებელი შესასვლელი გააჩნია. ორივე სალოცავი დარბაზის ინტერიერი, კიბის უჯრედი, შესასვლელის კედლები და ჭერი მთლიანად მოხატულია.
დღეისათვის, თბილისის დიდი სინაგოგა ქალაქის ებრაეული თემის ცენტრს წარმოადგენს, რომელიც არაერთი ებრაული კულტურული დაწესებულებითა თუ მაღაზიით არის გარშემორტყმული.

ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები
_MG_2116_edited.jpg

110მ

შარდენის ქუჩა

image_edited_edited.jpg

130მ

თბ. ისტორიის მუზეუმი

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

150მ

სიონი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

180მ

ბეთლემის ქუჩა

_MG_2116_edited.jpg

240მ

წმ. გიორგის ეკლესია

image_edited_edited.jpg

ახოსპირელის ქუჩა

rike-park-tbilisi-3_edited.jpg

360მ

აბანოთუბანი

HmZbx5Pedxc_edited.jpg

170მ

ილუზიების მუზეუმი

300მ

bottom of page