გურია
გურიის მომხიბვლელი მხარე, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში მდებარეობს. რეგიონი ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ, ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. დაბლობი, შავი ზღვის სანაპირო, ნოტიო-სუბტროპიკული ჰავით, ხოლო მთა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სუფთა ჰაერით ხასიათდება, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერყწმა განაპირობებს. ყოველივე კი, დასვენებისა და რეკრეაციისათვის იდეალურ გარემოს ჰქმნის.
გურიის ზღვის კურორტების სანაპიროთათვის დამახასიათებელია ვულკანური წარმოშობის ნაშალი ქანი - მაგნიტური ქვიშა, რომელიც მდინარე სუფსას გურიის ულამაზეს სამთო კურორტ ბახმაროს მთებიდან ჩამოაქვს.
გურია თავისი ძლიერი ხალხური ტრადიციებით, კულტურით, წეს-ჩვეულებებით და სახასიათო კოლორიტითაც არის ცნობილი. რეგიონში ტრადიციულად, მრავალი სახალხო თუ რელიგიური დღესასწაული - ალეგრობა, კალანდა, ლელო აღინიშნება. გამორჩეულია ასევე გურული ფოლკლორი, მრავალხმიანი „კრიმანჭული“ კი ქართული პოლიფონიის მწვერვალად მიიჩნევა.
ცნობილია ასევე გურული სამზარეულო, რომელიც განსაკუთრებით მცენარეული კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რასაც უნიკალური ვაზის ჯიშებიდან ნაწარმოები, უიშვიათესი გურული ღვინოც ამშვენებს. რეგიონი ასევ ჩაის წარმოების ტრადიციითაც არის განთქმული. ვიზიტორებს დღესაც შეუძლიათ მოინახულონ ულამაზესი პლანტაციები და დააგემოვნონ საუკეთესო ადგილობრივი ჩაი.
გურია, ზღვისპირა ხიბლისა და მთის სიმშვიდის უნიკალურ ნაზავს ჰქმნის, ხოლო გურულების სტუმართმოყვარეობა და ტრადიციები თითოეულ სტუმარს საინტერესო მოგზაურობას ჰპირდება.
აღმოაჩინე გურია

იპოვე სასტუმრო გურიაში
პოპულარული მიმართულებები

Discover Guria
through our articles and personal stories






































