იმერეთი
იმერეთი, რომელსაც ხშირად, ქვეყნის ,,მწვანე გულს“ უწოდებენ დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე არაერთი დაცული ტერიტორია მათ შორის - სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათისა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია განთავსებული.
დაცულ ტერიტორიებთან ერთად, იმერეთში ბუნების მოყვარულთათვის არაერთი საინტერესოა ადგილია, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეროვნული ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე, სტალაქტიტების, სტალაგმიტებისა და მიწისქვეშა მდინარეების უზარმაზარი ქსელით გამორჩეული პრომეთეს მღვიმე. კასტრული მღვიმეებით ასევე გამოირჩევა სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიც, რომლის ტერიტორიაზეც, მათ გარდა, დინოზავრების 200-მდე ნაკვალევსაც შეხვდებით.
რეგიონის კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრია უძველესი ქალაქი ქუთაისი, რომელსაც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ბაგრატის ტაძარი გადმოჰყურებს. ქუთაისთან ახლოსვე შეხვდებით იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუტის მქონე, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს, გელათის მონასტერს სადაც ერთიანი საქართველოს მეფეები განისვენებენ.
იმერეთი მისი თბილი სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელესი სამზარეულოთიც არის ცნობილი, ყოველივე ერთად კი, მას მიმზიდველ და საინტერესო ადგილად აქცევს მოგზაურთათვის.
აღმოაჩინე იმერეთი

იპოვე სასტუმრო იმერეთში
პოპულარული მიმართულებები

Discover Imereti
through our articles and personal stories






































