სამცხე - ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ საქართველოში მდებარე, მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი რეგიონია. ცნობილი, როგორც მისი განსაცვიფრებელი მთიანი რელიეფით, უზარმაზარი პლატოებით, ტბებით, ალპური მდელოებით დაწყებული ვულკანურ პეიზაჟებამდე დამთავრებული, რეგიონი დაუვიწყარ და გამორჩეულ მოგზაურობასა და დასვენებას გთავაზობთ.
მისი უნიკალური და მრავალფეროვანი ბუნების წყალობით, რეგიონში დამსვენებლების არაერთი საყვარელი საზაფხულო თუ ზამთრის ისეთი კურორტია, როგორიცაა აბასთუმანი, ბორჯომი, ბაკურიანი და სხვა.
ბუნების საოცრებებთან ერთად, მხარე უმდიდრეს ისტორიულ მემკვიდრეობასაც ინახავს.
სამცხე-ჯავახეთის უმთავრესს ღირსშესანიშნაობა, საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი, ქართული მხატვრული კულტურის უბრწყინვალესი ძეგლი - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი - ვარძია. ვარძია, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება და რეგიონის შუა საუკუნეების ბრწყინვალებას მოწმობს.ვარძიის მსგავსად რეგიონში ისეთი არაერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, ისტორიული და სასულიერო ძეგლია, როგორციცაა რაბათისა და ხერთვისის ციხე, ზარზმისა და საფარის მონასტერი.
აღმოაჩინე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიულად და გეოგრაფიულად გამორჩეულ რეგიონი, ქვეყნის სამხრეთის კარიბჭე - სამცხე-ჯავახეთი.
აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთი

იპოვე სასტუმრო სამცხე-ჯავახეთში
პოპულარული მიმართულებები

Discover Samtskhe-Javakheti
through our articles and personal stories






































