ქვემო ქართლი
ქვემო ქართლი, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონი, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, ბუნებრივი სილამაზითა და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხარე ქვეყნის ერთდროულად ორ მეზობელ სახელმწიფოს აზერბაიჯანსა და სომხეთს ესაზღვრება, რაც მის კულტურული ლანდშაპტის მრავლფეროვნებას განაპირობებს.
ქვემო ქართლი ცნობილია თავისი უმმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის, უძველესი ქალაქი ბოლნისით, სადაც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ბაზილიკა - ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი მდებარეობს. მე-5 საუკუნის ეკლესია ადრეული ქართული წარწერებითა და არქიტექტურით გამოირჩევა, რაც მას, ადრეული ქრისტიანული ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის ერთერთ საკვანძო ადგილად აქცევს.
რეგიონში, ასევე, არა მხოლოდ ქვეყნისათვის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს, ვინაიდან დმანისის ნაქალაქარში აღმოჩენილი უძველესი - 1.8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდების წარმომადგენელთა ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური თუ პალეონტოლოგიური მასალების გამო დმანისი ევრაზიის უძველეს ადამიანთა სადგომთა შორის პირველ ადგილს იკავებს.
ქვემო ქართლის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა, მის ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, ქვემო ქართლს საინტერესო ადგილად აქცევს მოგზაურთათვის.
აღმოაჩინე ქვემო ქართლი

იპოვე სასტუმრო ქვემო ქართლში
პოპულარული მიმართულებები

Discover Kvemo Kartli
through our articles and personal stories






































