კახეთი
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე თვალწარმტაცი კახეთის რეგიონი, მისი სტუმართმოყვარეობით, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, მრავლფეროვანი ბუნებით და ღვინით გამოირჩევა. კახეთი, არამარტო ქართული ღვინის სამშობლოდ, არამედ მსოფლიო მეღვინეობის აკვნად მიიჩნევა. აქ, ღვინის წარმოების ტრადიციული ტექნიკა ათასწლეულების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემა. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ ადგილობრივი წარმოების ღვინოები დააგემოვნონ და გაეცნონ მის წარმოების უნიკალურ კულტურას.
ღვინოსთან ერთად, კახეთი საქართველოს მრავალსაუკუნოვან მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს. რეგიონში განთავსებული ალავერდის, გრემის, ნეკრესის, იყალთოს, ბოდბის, დავითგარეჯისა და სხვა მრავალი ეკლესია მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების სანიმუშო ძეგლს წარმოადგენს.
ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად აღსანიშნავია რეგიონის უაღრესად მრავლფეროვანი და თვალწარმტაცი ბუნება. კავკასიონის თოვლით დაფარული მწვერვალებიდან ნახევრადუდაბნოებამდე, მარადდმწვანე ტყეებიდან სუბალპურ საფარამდე, ვრცელი ვაკე-დაბლობებიდან ხშირ ტყეებამდე და ალპურ ტბებამდე - კახეთი არაერთი ბუნების საოცრების სამშობლოა.
თუ გსურთ ეზიაროთ ღვინის ტრადიციული წარმოების კულტურას, მოინახულოთ საქართველოს გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლები ან უბრალოდ გსურთ მრავლფეროვანი პეიზაჟების ფონზე დასვენება, მაშინ კახეთი საუკეთესოა ადგილია.
აღმოაჩინე კახეთი

იპოვე სასტუმრო კახეთში
პოპულარული მიმართულებები

Discover Kakheti
through our articles and personal stories






































