top of page
მცხეთა - მთიანეთი
აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიონის ამაღლებულ მთებსა და მდინარე მტკვრის ხეობას შორის მოქცეული მცხეთა-მთიანეთის მხარის უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და განსაცვიფრებელი პეიზაჟები, ყველა მოგზაურს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილებას ჰპირდება.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია - მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან გაშენებული, საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქი მცხეთა, რომელიც ისეთი ღირსშესანიშნაობებით ამაყოფს, როგორიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერია. უდიდესი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ქალაქი არის ადგილი, რომელიც საქართველოს აუცილებლად სანახავ ადგილთა რიცხვს განეკუთვნება.
მცხეთა-მთიანეთის მხარის ჩრდილოეთით, ლანდშაფტზე დიდებული კავკასიონის მთები დომინირებს რეგიონის გვირგვინი კი არის საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი მყინვარწვერი ყაზბეგი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრზე მეტია.
მცხეთა - მთიანეთი ასევე მოიცავს საქართველოს ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულს მხარეებს როგორიც ხევსურეთი და თუშეთია, რეგიონებს, რომლებიც გაჟღენთილია უძველესი ტრადიციებით, შუა საუკუნეების თავდაცვითი კოშკებით, თვალწარმტაცი სოფლებით და ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით არის ცნობილი. მხარეები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს განიცადოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მისი ყველზე ავთენტური ფორმით.
მცხეთა-მთიანეთის მხარე სტუმრებს საქართველოს უძველესი ისტორიის, კულტურისა და ამასთან განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზის უნიკალურ შერწყმას სთავაზობს.
აღმოაჩინე მცხეთა-მთიანეთი

იპოვე სასტუმრო მცხეთა-მთიანეთში
პოპულარული მიმართულებები

Discover Mtskheta-Mtianeti
through our articles and personal stories


bottom of page




































