აჭარა
საქართველოს ზღვისპირა საგანძური - აჭარა, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკა, მისი გასაოცარი პეიზაჟებით, მთიანი რელიეფისა და ულამაზესი პლაჟების უნიკალური ნაზავით, უმდიდრესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობითა და მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონი და ქვეყნის მოსახლეობისა და უცხოელი ვიზიტორებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო მხარეა.
აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი - ბათუმი, ზღვისპირა, რეგიონის ყველაზე ცოცხალი და ხმაურიანი ქალაქია, რომელიც მისი თანამედროვე არქიტექტურითა და უნიკალური ატმოსფეროთი გამოირჩევა, ადგილი სადაც საუკუნოვანი ისტორია თანამედროვებას ხვდება.
ურბანული ღირსშესანიშნაობების გარდა, აჭარა მისი პლაჟებით, დაცული ტერიტორიებით, კასკადური ჩანჩქერებით და თვალწარმტაცი მთებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლებით, მათ შორის ანტიკური ციხე-სიმაგრეებითა და ტრადიციული აჭარული სახლებით, რეგიონის კულინაარიითა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთა საუცხოო სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
მისი კულტურული თუ ბუნებრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, აჭარა ყველა სახის, ინტერესისა თუ მოთხოვნის მოგზაურს დადებით გამოცდილებას ჰპირდება. ზღვისპირა საქართველოს სილამაზისა და ხიბლის შეცნობის მსურველთათვის აჭარა აუცილებლად სანახავი ადგილია.
აღმოაჩინე აჭარა

პოპულარული მიმართულებები

Discover Adjara
through our articles and personal stories






































